ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ქართველის სამბისტების წარმატებება მინსკში

ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო “A” კატეგორიის ტურნირზე (ბელორუსის პრეზიდენტის თასი) ქართველმა სამბისტებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს.

ოქროს მედალს დაეუფლა ნინო ოძელაშვილი, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე ჰალინა კოვალსკა დაამარცხა.

ასევე, ოქროს მედლით ბრუნდებიან სამშობლოში ირაკლი კუპატაძე და ბექა ბერძნიშვილი.

რაც შეეხება სხვა მედალოსნებს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ელენე ქებაძე, ლევან ნახუცრიშვილი, პაატა ღვინიაშვილი, მინდია ლილუაშვილი, გივი ნადარეიშვილი და დავით ლორიაშვილი.

ჯამში, საქართველოს ნაკრების მონაგარი, 3 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალია.

ავტორი
 ანა თათანაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული