,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ოპოზიციის მიმართ ხალხის ნეგატიურ განწყობაზე ისაუბრა:
,,მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარეს: თითქმის ნახევარი დასავლეთ საქართველო მოვიარეთ ,,,ერთიანობის” ლიდერებთან ერთად, ჩვენს მიმართ გაბრაზებული კი არა ერთი უკმაყოფილო ადამიანიც კი არ შეგვხვედრია.
აი თქვენ როგორ აპირებთ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და ხალხში გასვლას ეს მართლაც საინტერესოა!
ჩვენს მოქალაქეებში მაღალი ოპტიმიზმია და ყველა ელოდება 26 ოქტომბერს, რომ პასუხი მოგთხოვოთ იმ ანტიქართული და ანტიევროპული საქმიანობის გამო რომელსაც ატარებთ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი