ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი...

“იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი” – კახა კალაძე კონკრეტულ ტელევიზიას მიმართავს

ყველა ხარჯი, რაც არის დაკავშირებული საათებთან, ავტომობილებთან თუ ზოგადად, ძვირადღირებულ ნივთებთან, ნაჩვენებია დეკლარაციაში და ჩემს პირად გადასახადებში“, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „TV პირველის“ შეკითხვას, რომელიც მის დეკლარაციაში ძვირადღირებული საათების ასახვას ეხებოდა.

კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა მისი დეკლარაციები და შესაბამისი უწყების მხრიდან კითხვები არ გაჩენილა, რადგან დოკუმენტაციაში ყველაფერი ასახულია:

თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია, გაჯერებული სიცრუით. იცით, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და ცდილობთ, როგორმე მოატყუოთ ხალხი, შეცდომაში შეიყვანოთ. სხვათა შორის, წაგებული გაქვთ სასამართლო პროცესი ყველა ინსტანციაში და აუცილებლად მოგიწევთ რეაგირება ამ ყველაფერზე.

რაც შეეხება ჩემს ხარჯებს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ასახულია დეკლარაციაში, იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია.

იმასაც გეტყვით, რომ ბოლო წლებში ორჯერ შემოწმდა ჩემი დეკლარაციები და არანაირი კითხვა არ არსებობდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არის ასახული. ყველა ხარჯი, ყველა ტრანზაქცია, ყველა საბანკო ანგარიში ნაჩვენებია ანტიკორუფციულ ბიუროში და ნაჩვენებია გასავალში, რაც მითითებულია დეკლარაციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...