spot_img
მთავარიარჩევნები"დღევანდელი მოცემულობით, "ქართულ ოცნების" მხარდაჭერა არის დაახლოებით 60...

“დღევანდელი მოცემულობით, “ქართულ ოცნების” მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი” – ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება:

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით უკვე საარჩევნო კამპანია და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ ერთი, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე, საბოლოოდ გვინდა დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში და სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

თქვენ იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ გააკეთებს რა თქმა უნდა ყველაფერს იმისათვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ასეთი თავდასხმა განხორციელდა პარლამენტარ ბექა ოდიშარიაზე. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ვინმე პაპაშვილი, ასევე, ჯანდაცვის მინისტრს მაგალითად თავს დაესხა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, ვინმე ჩხობაძე, პარლამენტარ დაჩი ბერაიას თავს დაესხა ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, ვინმე ანანია, რომელმაც როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით „გაითქვა“ სახელი და ა.შ. ასეთი რამდენიმე ინციდენტი იყო სამწუხაროდ. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს სამწუხაროდ და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები.

სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.

26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად ისტორიაში, ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი -ეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს.

შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სანამ “ოცნება” შოუს დგამს ფასების კომისიის სახით, ცხოვრება უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენი...

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე მაღალ ფასებთან დაკავშირებით აკეთებს...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“მიდის დაუნდობელი გეოპოლიტიკური ბრძოლა და მოსკოვის ეს განცხადებაც ამის გამოძახილია” – ზაალ ანჯაფარიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...