სამშაბათი, ივლისი 15, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, რომ ჩვენი იდენტობა, კულტურა,...

“შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, რომ ჩვენი იდენტობა, კულტურა, უბრალოდ უფლება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ აი აქ, ამ მიწაზე, ჩვენ შეიძლება ერთად მოგვიწიოს დავიცვათ” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” საუბრობს აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და კონკრეტულ პარალელს ავლებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი:

  • ეს აფხაზური ამბავი, რამე ბმაში არის ჩვენთან ამ არჩევნების წინ?

– ყველაფერი რაც ხდება აფხაზეთში, სინამდვილეში, არის საქართველოსთან პირდაპირ ბმაში. ამ ჩვენი მთავრობის ეს რეაგირება ან არრეაგირება უსუსურობაა ჩვეულებრივი, უმაქნისი ხელისუფლება რომ გეყოლება.

  • ეშინიათ, ვერ ჩაერევიან იქ, ალბათ. მათ ჩვენთან აქვთ დიდი გული.

– ეშინიათ არა… მე ვფიქრობ, რომ არ ესმით, უბრალოდ ვერ ხვდებიან. რაც იქ ხდება, მე წავიკითხე ბევრი, მათ შორის, რუსულ რესურსებზეც და მინდა გითხრათ, რომ მე ვამაყობ იმით, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ახლა აფხაზეთში აკეთებს. ფორმები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ეს ხალხი დაირაზმა და ის კი არ თქვა, რომ ,,აი, იცით რა, გაგრაში თუ უძრავი ქონება გაიყიდება ქვეყნის ბიუჯეტში უფრო მეტი ფული შემოვა და ჩვენ ცოტა უკეთესად ვიცხოვრებთ”, თქვა, რომ ,,ჩვენს პატარა ქვეყანაში, თუ კარებს გავუხსნით ათასჯერ უფრო დიდ რუსულ კაპიტალს, მისი კონტროლის შემდგომ არანაირი რესურსი არ გვექნება და მთავრობავ, აგვიხსენი საერთოდ რას აპირებ და რა ხდებაო”, – მხოლოდ და მხოლოდ ეს თქვა. არ უთქვამს, რომ ,,არ გვინდა რუსეთი”, ,,არ გვინდა ეკონომიკის ზრდა”.

სამოქალაქო საზოგადოება იქ [აფხაზეთში], ხალხი იქცევა ძალიან ღირსეულად. ღმერთმა ქნას, რომ არ დაგვჭირდეს, მაგრამ შეიძლება მოვიდეს ისეთი დრო, რომ ჩვენი იდენტობა, კულტურა, უბრალოდ უფლება ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ აი აქ, ამ მიწაზე, ჩვენ შეიძლება ერთად მოგვიწიოს დავიცვათ. ვის გამო გვიწევს ერთად დავიცვათ, ეს ყველასთვის ცნობილია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...