spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის...

“მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი “ევროპა თუ რუსეთი”, უნდა განადგურდეს და რაც შეიძლება მალე” – ზაალ ანჯაფარიძე

ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით თავის შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

რეალობას მოწყვეტილი, მავნებლური და მოღალატეობრივი დისკურსი, თითქოს ეს არჩევნები არის რეფერენდუმი “ევროპა თუ რუსეთი”, უნდა განადგურდეს და რაც შეიძლება მალე.

რატომ არის ის არარეალური? 2024 წლამდე საქართველოში ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებდა, რომ მოსახლეობის 80-85% ევროინტეგრაციის მხარდამჭერია. ამაზე აპელირებენ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც მისი ენჯეოებით, და დასავლელი პარტნიორებიც.

რეფერენდუმის ადვოკატების ლოგიკას რომ გავყვეთ, 2024 წელს ჩვენი საზოგადოების განწყობა და ორიენტაცია თურმე ისე რადიკალურად შეცვლილა, რომ პრორუსული და პროევროპული ორიენტაციის მოქალაქეთა რაოდენობა გათანაბრდა და ეხლა რეფერენდუმად გადაქცეულმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი მხარე გადასწონის.

გამოდის, რომ NDI/IRI გამოკითხვები სიცრუე და მანიპულაცია ყოფილა, თუკი ამდენმა ჩვენმა მოქალაქემ უცებ რუსეთისკენ იბრუნა პირი და რეფერენდუმი გახდა საჭირო….

ხომ ხედავთ, საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რა მავნებლურ და ხალხისთვის შეურაცხმყოფელ პოლიტიკურ აბსურდს გვახვევენ თავს, ცდილობენ დასავლეთიც დაარწმუნონ ამაში და იქაც ეტყობა ვიღაცეები იჯერებენ ამას.

სინამდვილეში, რეფერენდუმის თემის შემოგდება არის ოპოზიციის კლასტერის პოლიტიკური უსუსურობის და მორალური დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო ინდიკატორი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“პირველად როცა ვნახე ხანძთა, გუმბათი მთლიანად იდგა. ახლა ქვა-ქვა იშლება” – ნიკა ვაჩეიშვილი

ხანძთის მონასტრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საუბრობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და...

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...