პარასკევი, ივლისი 4, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს მოქალაქეების დაშინება, შანტაჟი ომით არის ყველაზე უმდაბლესი,...

“საქართველოს მოქალაქეების დაშინება, შანტაჟი ომით არის ყველაზე უმდაბლესი, რაც შეიძლება ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს იმისთვის, რომ მოიგოს ან არჩევნებზე რაღაც დამატებითი ხმები მიიღოს” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” მწვავე შეფასებას ახდენს ,,ქართული ოცნების” ე.წ. ომის რიტორიკასთან დაკავშირებით:

,,რაც შეეხება იმ კონტექსტს, ,,თუ ტრამპია მშვიდობაა”. საერთოდ სამარცხვინოა, როდესაც ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ომით და შიშით აშანტაჟებს, შიშით მანიპულირებს და ადამიანებს შიშით აშანტაჟებს.

მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ ტრამვირებული ქვეყანა ვართ. ჩვენ სულ ახლახანს გამოვიარეთ 2008 წელი. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელზეც რუსეთმა ღიად აგრესიული სამხედრო ძალების შეჭრით, ომი, ეს ოპერაცია ჩაატარა. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების დაშინება, შანტაჟი ომით – არის ყველაზე უმდაბლესი, რაც შეიძლება ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ან პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს იმისთვის, რომ მოიგოს ან არჩევნებზე რაღაც დამატებითი ხმები მიიღოს.

განსაკუთრებით მავნებლური, არაღირსეული და ამორალურია ეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც არის ხელისუფლებაში, რომელსაც ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობის, კეთილდღეობის და სიმშვიდის დაცვა ქვეყანაში მათი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ ამიტომ ვუხდით მათ ხელფასს.

რომ გვაშინებენ ომით და გვაშანტაჟებენ შიშით, ეს პირდაპირ აჩვენებს მათ სახეს და იმას, როგორ მყარად დგანან, როგორი ოპტიმისტები არიან და რა ძლიერი მხარდაჭერა აქვთ დღეს საქართველოს მოქალაქეებში. სინამდვილეში, ეს მხარდაჭერა ყოველდღიურად ქრება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...