განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, “ქართული ოცნების” პოზიტიურ მოლოდინებს ეხმაურება:
“იმედები, რომ დასავლეთის ხელისუფლებებში მალე იქაური „ქოცები“ მოვლენ, სრული ფანტაზიაა.
ბიძინა ივანიშვილის რეალური თანამოაზრეები რუსეთში არიან, ხოლო მისი ვეზირების ნამდვილი მამოძრავებლები – მისი პირადი ინტერესების დაცვა და არა კონსერვატული ან რაიმე სხვა სახის ღირებულებები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.