სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სააგენტო ,,პარალელის” გადაცემაში ,,Paraleli Times” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მმართველი პარტიის ახალი ოფისის გახსნის ღონისძიება და იქ გაჟღერებული განცხადებები:
,,საინტერესო სანახავი იყო ,,ქართული ოცნების” ახალი ოფისის გახსნა. იქ ნათლად გამოჩნდა, რა განწყობით და დამოკიდებულებით არის ახლა ეს ხალხი. აშკარად შეეტყოთ, რომ არანაირი ენთუზიაზმი მათ არ აქვთ, ეტყობათ, რომ სანქციებმაც გავლენა იქონია და ყველას სახე ჩამოსტიროდა. ხელოვნური ტაში მაინც დაედოთ, ტაშს არ უკრავდნენ ერთმანეთს. ამაზე სამარცხვინო, რაც ვიხილეთ, არაფერი მინახავს.
აზრი ვერ გამოვიტანე რისთვის შეიკრიბნენ?! გვანახეს რაღაც საპანაშვიდე, დაკრძალვას ჰგავდა ეს გამოსვლები, ყველაფერი, რასაც ვუყურე.
ეს ხალხი გამარჯვების ელფერს არ ასხივებს. პირიქით – ასხივებენ იმას, რომ ბოლო წელი აქვთ, სანქციების ქვეშ არიან, პრობლემებში არიან, რუსეთის გარდა სხვა პატრონი მათ აღარ დარჩენიათ და უნდა წავიდნენ. ეს შთაბეჭდილება დამიტოვა მე ,,ქართული ოცნების” ახალი ოფისის გახსნამ”, – განაცხადა ლაშა დიაროვმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე