პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,ლელოს”, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობის „თავისუფლების მოედანი“ გაერთიანებასთან დაკავშირებით:
,,ლელო” გაერთიანდა დოლიძესთანო. მე მაშინვე დავურეკე ჩვენებს, მე ვუთხარი – ,,დამთავრებულია ჩვენთვის არჩევნები, წავაგეთ და აზრი არ აქვს მონაწილეობას-მეთქი. როგორ? მე ვუთხარი – ანა დოლიძე უკვე შემოუერთდა?” – კიო.
კიდევ არის – ახალგაზრდა ენჯეოშნიკი ყოფილა, აქ პრაიდებს რომ მხარს უჭერენ და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება რომ არის, რომელიც მარგინალიზაციას, პროცესების რაღაც შეტაკებებს… პოლიციელებს… მე ვუთხარი – ,,დამთავრდა მაშინ, ავწიოთ ხელი, დავნებდეთ”… მე ვუთხარი – ,,მორჩა, წაგებული გვაქვს”…
უნდა ვიხუმროთ ამაზე. რა ან დოლიძე, რა ,,ლელო” – ერთიც, მეორეც ჩვეულებრივი დანამატები არიან ,,ნაც.მოძრაობის”, უავტორიტეტოები.
ვინ დაგალაგათ?! ხაზარაძეს მივმართავ, რა ფულს გახარჯინებენ?! – კიდევ გახარჯინებენ ფულს ჩემო ძმაო, ტყუილად, შენ იცი ფულის ხარჯვა. ანაკლიის პორტი იმიტომ არ გააკეთე, ისეთი გარიგება დაგვიდე, რომ ე.ი. ,,მოგება მეო, ზარალი სახელმწიფომ აანაზღაუროსო”. უარი რომ ვუთხარით, ეწყინა და პროექტი არ გააკეთა, ჩააგდო.
ეს კაცი დღეს მოდის და ქართველებს, საქართველოს ეუბნება, რომ ,,თქვენთვის მოვდივარო”. ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რომელიც ითვლის პლიუს-მინუსს და ,,ქეშფლოუ” აქვს გაკეთებული”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორები
ნინი ხიჯაკაძე
ალექსანდრე ლეჟავა