,,ერთიანობის” ლიდერი პაატა მანჯგალაძე, ჟურნალისტებთან კომენტარში შეფასებბებს აკეთებს 16 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით:
,,ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების” ლიდერების თვითაღიარება, ისინი ესწრაფიან დაპირისპირებას, ჩვენ ვაერთიანებთ. ჩვენთვის მთავარია ერთიანობა, საქართველოს სჭირდება ერთიანობა იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რაც მოქალაქეებს აქვთ – მაღალი ფასები, უმუშევრობა, ემიგრაცია, შობადობის პრობლემა, ესენი რომ მოგვარდეს და ქვეყანა გაძლიერდეს, გვჭირდება ერთიანობა.
მარტივი არჩევანი გვაქვს, ივანიშვილის გზა არის დაპირისპირება და ძალადობა ქართველ ხალხზე, ჩვენი არჩევანი არის ერთიანობა და ჩვენ ლოგოც კი გვაქვს ერთიანობის, სადაც ხელს ვუწვდით ყველას ვინც ერთგულია საქართველოს უკეთესი მომავალის.
ივანიშვილის ეს განცხადება არის დაპირისპირების და დაძაბულობის შემოტანა. იცით თქვენ მარტივი ფორმულა ქრისტიანული – ბოროტი ყოფს კეთილი აერთიანებს, ბიძინა ივანიშვილი ყოფს, ჩვენ ვაერთიანებთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ლიკა ჭოჭუა