spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება...

გიორგი ვაშაძე – გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება თუ ერთიანობა რომელსაც ჩვენ გთავაზობთ

საქართველოს მოქალაქეს უნდა მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი შვილებისთვის”, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა

მისი თქმით ძალა რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება არ შეიძლება იყოს ხელისუფლება.

“ქართული ოცნება” ყოფს და კვლავ აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ ვაერთიანებთ.

ამიტომ გვაქვს მარტივი არჩევანი, გვინდა დაპირისპირება რასაც ივანიშვილი და მისი პარტია გვპირდება თუ ერთიანობა რომელსაც ჩვენ გთავაზობთ.

დავსვათ კითხვა, რა მოუტანა ოცნების 12 წლიანმა მმართველობამ საქართველოს?

ქვეყანა უფრო გააღარიბა, კიდევ უფრო მეტმა ქართველმა დატოვა ოჯახი, ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია პარტნიორებს და საქართველო მოექცა იზოლაციაში.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ბიძინა კი კვლავ დაპირისპირებასა და ძალადობას გვთავაზობს. ეს არ არის გზა განვითარებისკენ.

საქართველოს მოქალაქეს უნდა მეტი შემოსავალი, მეტი ღირსეული სამუშაო ადგილი, დაცული და უზრუნველი მომავალი შვილებისთვის.

ერთიანობით, გუნდური თამაშით შეგვიძლია მივაღწიოთ ამას და გავიმარჯვოთ! ძალა რომელიც კვლავ ძალადობას და ახალ დაპირისპირებებს გვპირდება არ შეიძლება იყოს ხელისუფლება”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“ახლა მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩენია, მოგიწოდოთ მედგარი წინააღმდეგობისკენ ამ საოკუპაციო რეჟიმის მოსაშორებლად, ამ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცალკეული ფაქტების გახსენებით, კონკრეტული...