ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ერთიანობით, ერთობით უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა იმის, რასაც...

“ჩვენ ერთიანობით, ერთობით უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა იმის, რასაც 12 წელია ანგრევს ივანიშვილის ხელისუფლება” – ვასო ურუშაძე

,,ერთიანობის’’ წევრი, ვასო ურუშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე საუბრობს ,,ქართული ოცნების’’ ანტიდასავლური პოლიტიკის შესახებ:

,,ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში 100-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდება, დაიკარგება 10 მილიარდის ინვესტიცია და დაიკარგება საშუალოდ 100 000 სამუშაო ადგილი.

ეს მოხდება იმ პირობებში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში ,,ქართული ოცნება’’, ივანიშვილის რეჟიმი შეინარჩუნებს ძალაუფლებას.

აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, რომელიც ეხება მაგალითად, თბილისის განვითარებას, მეტროპოლიტენის მოდერნიზაციას და განვითარებას, ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ეხება ისეთ პროექტებს, როგორიც არის ერიგაცია, სარწყავი სისტემების მოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, ავტომაგისტრალების მშენებლობა, ლობისტიკური ცენტრების მშენებლობა, რაც ჯამში ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის მილიარდობით ლარის ინვესტიცია, რომელსაც გვაკარგინებს ივანიშვილის რეჟიმი თავისი ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად. ამიტომ, ჩვენ ერთიანობით, ერთობით უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა იმის, რასაც 12 წელია ანგრევს ივანიშვილის ხელისუფლება’’, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...