,,ერთიანობის’’ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს კონკრენტული კითხვებით მიმართავს:
,,მოგესალმებით, ირაკლი კობახიძეს მინდა დავუსვა კითხვა – გუშინ ისევ დაპირისპირებისკენ მიდრეკილი განცხადებები, ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდათ. ირაკლი, მინდა პირადად შენ დაგისვა კითხვა: ხელში მიჭირავს 100-მდე პროექტის ჩამონათვალი, ჯამური ღირებულებით 10 მილიარდი ლარი. ამ პროექტებს შეგვიძლია ვუწოდოთ მეგა-მასშტაბური პროექტები, რომელიც ფინანსდება ევროპული და ამერიკული თანხებით. ეს არის დაახლოებით 10 მილიარდ ლარზე ლაპარაკი. რა პროექტებია: მაგისტრალური გზები, მეტროპოლიტენი, საირიგაციო სისტემები, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები, წყალმომარაგების სისტემები, რომელიც საქართველოში, დღეის მდგომარეობით, ამ გაჭირვებულ სიტუაციაში, ქმნის დაახლოებით 100 000-მდე სამუშაო ადგილს.
მე გეკითხები – ამ რიტორიკით, რომლითაც გუშინ გამოხვედი, როცა მიიყვანე ქვეყანა იქამდე, რომ შეწყვეტილია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა – ეს დაფინანსება, რომ გაჩერდეს, რას აპირებ?! თქვენი მოქმედებით ხო ისედაც საზოგადოება, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია! სამუშაო ადგილი არ არის, ქვეყანა წინ არ მიდის – ამ 10 მილიარდზეც უარს ამბობთ?! ესეც გინდათ, რომ მოჭრათ?! რომ აღარც გზა გაკეთდეს ქვეყანაში, აღარც ინტერნეტიზაცია მოხდეს, აღარც საირიგაციო სისტემა, სოფელში ადამიანი იხვეწება, რომ სარწყავი სისტემა გაკეთდეს. ამ თანხებზეა ლაპარაკი.
როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს ანტიეროვნული ქმედებები?! რომ გამდიდრდით და 18 მილიონ დოლარიან ოფისში, რომ დასხედით, ასე რომ არ ცხოვრობს ქვეყანა?! კონკრენტულად გისვამ კითხვას, ირაკლი კობახიძეს მივმართავ – ყოველთვის ნუ გაურბიხარ პასუხს, აი 100 პროექტი, ყველა ამ პროექტს ემუქრება საფრთხე. ამ მასშტაბურ პროექტებზე საიდან მოვა ეს თანხა, როდესაც ამ დაფინანსებას გააჩერებს დასავლური ფონდები, ევროპული და ამერიკული თანხა, როცა არ შემოვა ქვეყანაში?! და მეორე უფრო მეტიც, კანდიდატის სტატუსთან ერთად 14 მილიარდი ევრო უნდა მიგვეღო და ეს თანხა საერთო ჰაერშია გამოკიდებული. მართლა გგონიათ, რომ ამ დაპირისპირების რიტორიკით თქვენ რამეს მიაღწევთ?!
მინდა საზოგადოებას მივმართო, 26 ოქტომბერი არის არჩევანი დაპირისპირება თუ ერთიანობა, ამ პროექტების გაგრძელება თუ ვინც გუშინ გამოვიდა ზეძვირი შენობიდან, ამ ადამიანების სასარგებლოდ მომუშავე ქვეყანას შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კობახიძე, გვიპასუხე!’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი