ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი - ერთ...

კახა კალაძე: მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი – ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მეორე მხარეს კი აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და მოძალადეები

ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ჟურნალისტმა ტრამპზე თავდასხმაზე ქართული ოპოზიციის რეაქციის კონტექსტში მოსალოდნელ რთულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასება სთხოვა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება მარტივ და სწორ არჩევანს გააკეთებს.

თავდასხმას რაც შეეხება, სრული კატასტროფაა, რაც ვიხილეთ, საარჩევნო კამპანიის დროს იყო მცდელობა, პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის. ძალიან მძიმე ფაქტია.

ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყველა სიბინძურე და ბოროტება შეიძლება იკადრონ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ერთი, გვყავს ქვეყანაში მოღალატეები, აგენტები, აგენტურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც იმართება უცხო ძალებისგან, პირდაპირ, რასაც ავალებენ, ქვეყნის საწინააღმდეგოც რომ იყოს, საერთოდ პრობლემა არ აქვთ, ყველაფრის გამკეთებლები არიან და ყველაფრის შემსრულებელები არიან და ეს ადამიანები არიან მომხრე იმისი, რომ ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი.

ჩვენ ხომ გვახსოვს განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან, გვირჩევნია, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მოსმენას, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. წარმოიდგინეთ, რა ტიპის და რა მსოფლმხედველობის ადამიანებთან გვაქვს საქმე.

შესაბამისად, საზოგადოება, ჩვენ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. დღეს ყველაზე მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი – ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და განვითარება და მეორე მხარეს არის აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და ბოროტები, მოძალადეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...