საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, ხოლო ამერიკიდან სანქციებია დაწესებული:
,,მე არ მგონია, რომ ახლა დაიწყება რაიმე პოზიტიური ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩვენი ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ,,არასდროს უწოდებიათ, არ უთქვამთ, რომ ამერიკა მოუწოდებს საქართველოს ომში ჩაერთოს, ამერიკა მხარს უჭერს გლობალური ომის პარტიას, ამერიკა და ევროპა არიან გლობალური პარტიის ნაწილები და ა.შ.”
მე ესე მგონია, რომ დასავლეთიც არ წავა დათმობაზე, პირიქით დასავლეთი გააძლიერებს ზეწოლას ,,ქართულ ოცნებაზე”. იმ მიზნით, რომ ,,ქართული ოცნება” იძულებული იყოს, რომ მან დაუშვას დამკვირვებლები, მათ შორის, ამერიკიდან და ევროპიდან, საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე, ასევე, ვთქვათ – წაგების შემთხვევაში, აღიაროს არჩევნების შედეგები.
აქედან გამომდინარე, მე მაინც არ ველოდები, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობები გამოსწორდება”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე