ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა ოფისის გახსნა უშველის დღეს "ქართულ ოცნებას", მათ...

“რა ოფისის გახსნა უშველის დღეს “ქართულ ოცნებას”, მათ წაგებული აქვთ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები” – გია ჯაფარიძე

„12 წლიანი მმართველობის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სიღატაკე, შეცვლილი საგარეო კურსი, რუსული გავლენების გაძლიერება და სხვა მრავალი უბედურება მოუტანა“, – განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით:

12 წელი არ მართავს სახელმწიფოს მგონი არცერთი პარტია არსად მსოფლიოში. 12 წლის თავზე რით ასრულებს „ქართული ოცნება“ თავის მოღვაწეობას? ქვეყანა ხომ ჩამოაქციეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ხომ გააფუჭეს ურთიერთობები, საქართველო ხომ რჩება უმუშევრობის, სიღარიბის სივრცეში, ამ ქვეყანაში ხომ რუსეთი ყოველდღე ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს მიწევს, იტაცებს ადამიანებს, სიღარიბე იზრდება ყოველდღიურად, უმუშევრობა იზრდება, ადამიანები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას.

12 წლის თავზე „ქართულ ოცნებას“ ის დარჩენია, რომ დაურეკოს საკუთარ მოქალაქეებს, აგინოს, შეაშინოს, დააშანტაჟოს, გაიტაცოს, სცემოს, მასობრივად არღვიოს ადამიანის უფლებები. რა კამპანია უნდა დაიწყოს და რა ოფისის გახსნა უშველის დღეს „ქართულ ოცნებას“, მათ წაგებული აქვთ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები. ის რაც ჩვენ ახლა გვჭირდება არის ერთიანობა, რითაც დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...