ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დონალდ ტრამპზე თავდასხმა ძალიან საშიში მომენტი იყო, ის...

“დონალდ ტრამპზე თავდასხმა ძალიან საშიში მომენტი იყო, ის წარმატებული, რომ აღმოჩენილიყო, ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგებოდა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპზე თავდასხმის ფაქტსა და 2005 წელს თბილისში პრეზიდენტ ბუშზე თავდასხმის მცდელობას შორის პარალელს ავლებს:

დონალდ ტრამპზე თავდასხმა ძალიან საშიში მომენტი იყო, ის წარმატებული, რომ აღმოჩენილიყო, ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგებოდა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ბევრმა ამერიკელმა მიმომხილველმა 2005 წელს თბილისში პრეზიდენტ ბუშზე თავდასხმის მცდელობა გაიხსენა.

საქმე შემდეგნაირად იყო – პირველადი გეგმით ამერიკელებმა მთლიანად თავის თავზე აიღეს ღონისძიების უსაფრთხოება, მეტალის აღმომჩენი აპარატები დააყენეს, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი მოვიდა, რომ ეს აპარატები გადაითელა და სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა, რისთვისაც ამერიკელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.

ამ სიტუაციაში, ხელყუმბარით მოსული ვინმე არუთინიანმა სცენასთან დაუბრკოლებლად მიაღწია, როდესაც მე და ბუში ხალხთან მაქსიმალურად ახლოს მივედით, მან ეს ყუმბარა ისროლა. საბედნიეროდ, ის არ აფეთქდა, მაგრამ სცენიდან ორიოდ მეტრში დაეცა, ბავშვის მახლობლად.

ხელყუმბარა პოლიციელმა შენიშნა, ხელში აიღო, მიწისქვეშა გადასასვლელში სწრაფად ჩაიტანა და დახმარება გამოიძახა. მსროლელი რამდენიმე დღეში ფოტოებით გამოთვალეს, დიდ დიღომში მისი დაკავების ოპერაციის დროს მან სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი მოკლა.

2012 წელს ივანიშვილის მთავრობამ განიზრახა არუთინიანის გათავისუფლება, როგორც პოლიტპატიმრის, მაგრამ ამერიკის საელჩოს მტკიცე პროტესტის შემდეგ, ის ამ სიიდან ბოლო წუთებში ამოიღეს და დღემდე საპატიმროში რჩება.

უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა ბუშმა, როცა მას მოახსენეს ამ ინციდენტის შესახებ, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია და დიდი მადლობები გადმომცა იმ პოლიციელისთვის, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად ყუმბარა გააუვნებელყო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...