ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არჩევნების წინ ძალიან უარყოფითად ვაფასებ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში...

“არჩევნების წინ ძალიან უარყოფითად ვაფასებ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, ხოლო ევროკომისიის დათქმებში ერთ-ერთი მოწოდებაა, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები:

,,არჩევნების წინ ძალიან უარყოფითად ვაფასებ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნას იმიტომ, რომ ის არის პოლიტპატიმარი. იმ ფონზე როდესაც ჩვენ ვხედავთ, თუ რა დარღვევები აქვთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩადენილი, უშუალოდ თვითონ ბიძინა ივანიშვილს და თვითონ კორუფციაში არიან ჩართულნი, ვთქვათ მაღალჩინოსნები. იგივე, როგორ ძალადობს პოლიცია ხალხზე, თან ყველა არის დაუსჯელი და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ.

აქ ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან. საქმე გვაქვს საერთოდ ავტორიტარულ რეჟიმთან. როგორ ხდება, ხო? ვინც არის ავტორიტართან დაახლოებული, მას ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება – განიცდის ზეწოლას. მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა ამის ნათელი დადასტურებაა.

წინასაარჩევნოდ მდგომარეობა არის მეტად მძიმე, რაც ბუნებრივია, რომ ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები. არანაირი წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, სამწუხაროდ, არ არსებობს”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება არ გვქონდეს, მის დასაბალანსებლად რადიკალური წინააღმდეგობა არ იქნებოდა საჭირო” –...

"რადიკალიზმის ბალანსის თეორია" არჩილ გამზარდიას პოზიციაში: "ჩვენ რომ რადიკალური ძალაუფლება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...