ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიტატო ბასილაია: "გაერთიანებას და ერთობას არ აქვს ალტერნატივა"

ტატო ბასილაია: “გაერთიანებას და ერთობას არ აქვს ალტერნატივა”

სამოქალაქო აქტივისტი, ტატო ბასილაია სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარს აკეთებს, ქვეყნის ევროპულ მომავალსა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

,,მოგეხსენებათ, ჩვენი ერის დევიზია „ძალა ერთობაშია”. გაერთიანებას და ერთობას არ აქვს ალტერნატივა. როცა ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან პროგრესულად მოაზროვნე პროდასავლური ძალები ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა ამ ხელისუფლების დასამარცხებლად სწორედ ერთობაზე გადის. ჩვენ ამ ეტაპზე მივიღეთ რამდენიმე გაერთიანება და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, ოქტომბერში ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ შევცვალოთ დემოკრატიული არჩევნების გზით ეს რუსული რეჟიმი, რომელიც ქვეყანას მხოლოდ დაღუპვას უქადის.

არჩევნების სრულიად ელექტრონული სისტემით ჩატარება შეიძლება კიდევ ერთი ძლიერი ბერკეტი გახდეს ხელისუფლების ხელში არჩევნების გასაყალბებლად. მოგეხსენებათ, რუსეთი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს ხელების ფათურს საარჩევნო პროცესებში და ვფიქრობ, არც ჩვენი არჩევნები იქნება გამონაკლისი. მითუმეტეს მაშინ, როცა ასეთი ძლიერი დასაყრდენი ჰყავს ,,ქართული ოცნების სახით”. თუმცა, მათ ვერ გაითვალისწინეს ქართველი ხალხის ერთობის ძალა, რომელსაც შეუძლია მტერს ნებისმიერი საძირკველი გამოაცალოს და საკადრისი პასუხი გასცეს.

ახლა, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ქუდზე კაცი, ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი უნდა მივიდეს არჩევნებზე და მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს ნათელ მომავალს. ახალგაზრდებმა უნდა ვცადოთ და არასწორ მხარეს მდგარ ჩვენს თანატოლებსა თუ უფროსი ასაკის წარმომადგენლებს უნდა დავანახოთ რეალური სურათი და დავაყენოთ სწორ გზაზე”, – განაცხადა ტატო ბასიალაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...