ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავიბრუნოთ...

“26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი” – გია ჯაფარიძე

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო შეჩერებულია ფინანსური ნაკადები ევროკავშირის მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში. 26 ოქტომბერს ეს უნდა დავასრულოთ და დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ამის შესახებ განაცხადა პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ:

მისი თქმით, ევროკავშირიდან ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას მძიმე ეკონომიკური შედეგები მოჰყვები საქართველოსთვუს:

თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ბევრ ქალაქში არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ფინანსდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს იქნება ევროპის კავშირი თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორები. მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკა აწარმოოს, იცით რომ შეჩერებული არის ფინანსური ნაკადები ევროპის კავშირის მხრიდან.

ამ ფინანსური ნაკადების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროპის კავშირის მხრიდან არის დაფინანსებული. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში.

ევროპის კავშირთან, აშშ-თან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ეს მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს მომავალს, საქართველოს მოქალაქეებს ტოვებს სიღარიბეში. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...