ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრეზიდენტი, თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს იმ რადიკალურ დაჯგუფებას,...

“პრეზიდენტი, თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლებიც ქვეყნის მტრები და მოღალატეები არიან, უცხო ქვეყნისგან, სხვა ძალისგან იმართებიან” – კახა კალაძე

ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარი ქმედებებით რადიკალურ დაჯგუფებებს წარმოადგენს, რომლებიც ქვეყნის მტრები არიან.

როგორ შეიძლება იმ ადამიანზე კომენტარი გააკეთო, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა? ამას ამბობდა საკუთარ ქვეყანაზე. ის თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, უბრალოდ წარმოადგენს იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლებიც ქვეყნის მტრები და მოღალატეები არიან, უცხო ქვეყნისგან, სხვა ძალისგან იმართებიან. მათ ყველას ერთი პატრონი ჰყავთ. შეიძლება სხვადასხვა სახელი ერქვათ, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან. როგორ შეიძლება ადამიანი გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებოდეს, თუ რაიმე დასამალი არ აქვს და სიბინძურეში არაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას სარჩელების შესახებ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო სექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს და მათი მტკიცებით, აღნიშნული კანონი 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება, თბილისის მერი პასუხობს, რომ გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება.

ქვეყნისთვის ევროპული მომავალი რომ მნიშვნელოვანია, ამის კონსტიტუციაში ასახვა ჩვენს მიერ მოხდა. ამის ინიციატორი სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იყო. ასევე, 2012 წლიდან მოყოლებული, თუკი რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი არსებობს ან ევროინტეგრაციის გზაზე რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება.

ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი შანტაჟის შემცველი განცხადება, მუქარა, რომ ეს კანონი გაწვეულიყო. თუმცა, ვერ მოვისმინეთ არგუმენტი „რატომ“. „იმიტომ“ არ არის პასუხი. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები – გამჭვირვალობა რატომ არის პრობლემა. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდეს?“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...