პოლიტიკური პლატფორმა ,,ერთიანობის” წევრი, ლაშა ფარულავა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციის ერთიანობის შესახებ:
,,ოპოზიციას აქვს საერთო სტრატეგია, ჩვენ ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ კონკრენტული შეთავაზებაც გავაკეთეთ, ჩამოვაყალიბეთ ,,ერთიანობა”, სახალხო წარმომადგენლებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ სფეროს, სამოქალაქო საზოგადოებას და ჩვენ გაფართოებას გავაგრძელებთ!
რაც შეეხება ჩვენს კონკურენტებს, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა კონკურენტი, საერთო მტრის წინააღმდეგ იყოს ერთიანი და ამ ერთიანობაში შევიტანთ კონკრენტულ წინადადებებსაც და ინიციატივებსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვექნება საერთო ტაქტიკა საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო პერიოდში და დავიცავთ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ ხმას, როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დროს!
რაც შეეხება განცხადებებს, სხვადასხვა კონფიგურაციაზე, ცხადია, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი კალაპოტი, თუმცა სტრატეგია გვაქვს საერთო.
მაგალითად, გახარია-,,ლელოს” კალაპოტი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ცდილობენ ,,ქართული ოცნებისგან” წასული ხმები მიიზიდონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ! თუ მათ გამოუვიდათ თანამშრომლობა და საერთო სტრატეგია ექნებათ არჩევნებზე, ჩვენ მივესალმებით.
რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ცხადია ჩვენი გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ დავამარცხოთ რუსული მთავრობა და ეს ქვეყანა წავიყვანოთ ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი