spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს "ჯუნგლების...

“ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს “ჯუნგლების კანონი” და არა სამართლებრივი სახელმწიფო” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში მწვავე შეფასებას აკეთებს არასამთავრობო სექტორის ე.წ. ენჯეოების საქმიანობასთან დაკავშირებით:

,,რომელიმე მოქალაქემ რომ ჩათვალოს, რომ ავტობანზე 110 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა არის არაკონსტიტუციული, ამიტომ არ დაემორჩილება და ივლის 150 კმ/სთ სიჩქარით, ეს არის მათი წარმოდგენა სამართლებრივ სახელმწიფოზე?

საქმეც ეს არის, რომ ამ ენჯეოების სახით და მათ უკან მდგომი დონორების სახით, რომლებიც ამ ყველაფერს ახალისებენ, რომ იყოს დაუმორჩილებლობა კანონის მიმართ, ჩვენ, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ,,ჯუნგლების კანონი” და არა სამართლებრივი სახელმწიფო.

აი, ეს მოიტანა ამ ენჯეოების საქმიანობამ. ნაცვლად იმისა, რომ თუ კი რამეს არ ეთანხმებიან სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ, გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, რომ ,,დაარღვევენ კანონს”. ვიღაცა გამოვა, იტყვის, რომ ,,არ მოსწონს პარკირების წესი” – ამიტომ არ დაემორჩილება. ვიღაცა იტყვის, რომ ,,წითელი, ყვითელი და მწვანე ფერი არ არის სწორი” და არ დაემორჩილება ამ ფერებს. ვიღაცა არ დაემორჩილება სხვა წესებს.

ეს არის ენჯეოების, აი ეს ხალხი, ეს არის მათი… სინამდვილეში ეს არის მათი ევროპა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...