ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან...

“მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში, რაც დაგრჩენიათ” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

“ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალტ ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება და შეერთებული შტატების პოლიტიკურ ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას:

რა თქმა უნდა ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას. ეს არის არა მხოლოდ ტრამპისთვის არამედ დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია.

ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარებს რომ ვისმენ, ქართული გამოთქმა “კუმ ფეხი გამოყო” მახსენდება. როგორ საცოდავად ცდილობენ დიდ ტრამპისტებად მოაჩვენონ ხალხს თავი.

ნუთუ არ იციან, რომ ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში მათი იდეოლოგიური სამშობლოს, მოსკოვის დაბომბვით იმუქრება. უზნეობაა მსგავსი ძალადობის ფაქტების ვიწროპარტიული მიზნებისთვის გამოყენება.

მოეშვით ყველაფერში ბინძურ პროპაგანდას და კომუნალური და საცობთან დაკავშირებული პრობლემები მაინც მოუგვარეთ ხალხს იმ 100-მდე დღეში რაც დაგრჩენიათ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...