კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი...

“რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება, ერთიანობით ვიგებთ!” – თამარ კორძაია

,,ერთიანობის’’ წევრი, თამარ კორძაია, დღეს გამართულ ბრიფინგზე, საუბრობს არჩევნებში ხმების დაცვის აუცილებლობის შესახებ:

,,2024 წლის 26 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნის ხსნის, თავისუფალი არჩევანის და თითოეული მოქალაქის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის დღე.

წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებული, ძალადობრივი და უთანასწოროა. ჩვენი ერთიანობა და ხმების დაცვა არის საბოლოო წარმატების საწინდარი.

დღეს 15 ივლისია და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა/შეფასება. პირველი, რაზეც გვინდა მივიპყროთ ამომრჩევლის ყურადღება, არის ის, რომ პერიოდულად, აუცილებლად, გადაამოწმონ საკუთარი თავი ცესკოს ვებგვერდზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეამოწმოთ თქვენი თავი და გადაამოწმოთ, თქვენთან ერთად კიდევ ვინ არიან დარეგისტრირებულები. განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ, საკონსულოში რეგისტრაციასთან ერთად, ცესკოს საიტზე გადაამოწმონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რადგან თუ თავს ვერ იპოვით ცესკოს სიაში, მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაცია არ იქნება საკმარისო ხმის მისაცემად.

ამასთანავე, ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით.

ჩვენი ერთიანობით გვინდა დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი, თითოეული ხმა გადამწყვეტია და დასაცავი. მოხალისეებს წინასწარ მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც უნდა იცოდნენ ხმების დასაცავად.

ასევე, ჩვენ სოციალურ ქსელებში განთავსდება რეგისტრაციის ფორმები და მაქსიმალურად ვეცდებით შევქმნათ თქვენთვის ხელსაყრელი პირობები. მოხალისედ რეგისტრაცია მარტივია: უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და თქვენთვის ხელსაყრელი ქალაქი, რაიონი ან სოფელი საიდანაც შეძლებთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მომავლის დაცვას.

რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება, ერთიანობით ვიგებთ!’’, – განაცხადა თამარ კორძიამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...