პარასკევი, ივლისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსეთთან ბრძოლის ეს ბოლო რაუნდი გვაქვს მოსაგები!" -...

“რუსეთთან ბრძოლის ეს ბოლო რაუნდი გვაქვს მოსაგები!” – მანანა ჯებაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ემიგრანტებს მიმართავს:

,,უმნიშვნელოვანესი თხოვნაა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. განსაკუთრებით ეს თხოვნა ეხებათ ქართველ ემიგრანტებს.

ყველამ კარგად ვიცით, მოლდოვა გადაარჩინა ამ ქვეყნის ემიგრაციამ. ამდენად, თავისი სამშობლო ემიგრანტებმა გადაარჩინეს, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. მათ კარგად გაიაზრეს ეს პროცესი.

უდიდეს პატივს ვცემ ქართველ ემიგრანტებს, რომლებსაც, ფაქტიურად, თავი გაწირული აქვთ, იმათზე ხარჯზე არსებობს დღეს საქართველო. მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე არის ემიგრაციაში წასული. ის მილიონზე მეტი მოქალაქე მინიმუმ 3 ადამიანს ხომ ინახავს. გამოდის 3 მლნ ადამიანი. ე.ი საქართველოს მოსახლეობა თითქმის მთლიანად – ინახავს ემიგრაცია. ეს არის საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს მარტივი ეკონომიკა აქვს. საქართველოს ეკონომიკა დგას გასული ემიგრანტების ხარჯზე.

ეს ადამიანები ასე რომ წვალობენ, მათთვისაც ეს ხომ იქნება შვება?! ამდენად ვთხოვ ქართულ ემიგრაციას, რომ მათ მისცენ ხმა პროდასავლურ პარტიას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას. ბუნებრივია, თვითონ უნდა აარჩიონ რომელ პარტიას, ოღონდ მისცენ ხმა. მივიდნენ ურნებთან, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

ჩვენ შეგვიძლია ამაში დავეხმაროთ, ტექნიკურად, აღმოვუჩინოთ იურიდიული დახმარებაც, უფასო კონსულტაციები.

ძალიან ვთხოვ ყველა ემიგრანტს, როგორმე იქნებ… რუსეთთან ბრძოლის ეს ბოლო რაუნდი გვაქვს მოსაგები! ამდენად, უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და მიეცით ხმა თქვენს რჩეულ პარტიას”, – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...