კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს დღე 1991 წელს აღინიშნა დიდი სახალხო დღესასწაულით,...

“ეს დღე 1991 წელს აღინიშნა დიდი სახალხო დღესასწაულით, ზვიად გამსახურდიას ინიცატივით, რის შემდეგაც 14 ივლისი ქაქუცობად დააწესა” – ეკა წამალაშვილი

“ერთიანობის” – “ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელის” მხარდაჭერით დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრას პოლიტიკოსები, ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გაიხსენეს ქართველი გმირები, რომლებმაც სამშობლოს თავი შესწირეს:

14 ივლისი არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე.

ეს დღე 1991 წელს აღინიშნა დიდი სახალხო დღესასწაულით, ზვიად გამსახურდიას ინიცატივით, რის შემდეგაც 14 ივლისი ქაქუცობად დააწესა. მანამდე პირველად ქაქუცაობა მერაბ კოსტავამ და ზვიად გამსახურდიამ აღნიშნეს. ეს ტრადიცია არის გასაგრძლებელი, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, საქართველოს გამორჩეული ეროვნული გმირის, დიდი ქართველის, ნამდვილი სახალხო გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის გასახსნებლად, მისი ბრძოლის გასასხსენებლად და იმ მებრძოლთა გასასხნებლად, ვინც ღირსების აჯანყებაში მიიღეს მონაწილეობა.

ამ აჯანყებას საქართველოში ათასობით ადამიანი შეეწირა, მათ ყველას ერთად სიმბოლურად ქაქუცა ჩოლოყაშვილი განასახიერებს და დღეს მინდა, რომ ასე მოკრძალებულ ფორმატში ავღნიშნოთ ქაქუცობა. მოვა დრო, როცა საქართველო უფრო მასშტაბურად და ღირსეულ ფორმატში აღნიშნავს უდიდესი ქართველის დაბადების დღეს.

წელს ასევე ხდება 100 წელი 1924 წლის ღირსების აჯანყებიდან და ჩვენი ვალია ავღნიშნოთ ღირსეულად, უპირველესად ამ ღირსეულ ბრძოლაში დაუმარცხებლობით, მოახლოებულია არჩევნები და ამ არჩევნებზე უნდა გავისტუმროთ რუსული რეჟიმი და ეს იქნება სიმბოლურად იმ გმირების და მათი ბრძოლის გაგრძლება და წარმატებით დაგვირგვინება”, – ეკა წამალაშვილი (ორგანიზატორი).

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...