ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიტრაგიკული ფაქტებითავდასხმა დონალდ ტრამპზე - პირველი გამოხმაურებები

თავდასხმა დონალდ ტრამპზე – პირველი გამოხმაურებები

ამერიკის შეერთებული შტატების წინასაარჩევნო მარაფონი კრიმინალური სკანდალით გრძელდება. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქვეყნის 45-ე პრეზიდტი, დონალდ ტრამპი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია მას ყურში მოხვდა.

ინციდენტი მოხდა პენსინვალიის შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, რომელიც წინ უძღოდა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, სადაც დონალდ ტრამპი, დიდი ალბათობით, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დასახელდეს.

ტრამპის დაცვის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, დაიცვეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. როგორც საიდუმლო დაცვის სამსახურმა განაცხადა – “აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა, მოახდინეს თავდამსხმელის ნეიტრალიზება, ის მკვდარია. სამსახურმა სწრაფად მიიღო თავდაცვის ზომები, ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი უსაფრთხოდაა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 სერიოზულადაა დაჭრილი. მიმდინარეობს გამოძიება“.

როგორც დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, სტივენ ჩანგმა განაცხადა – “პრეზიდენტ ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავი ორგანოებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის წარმომადგენლებს მომხდარზე სწრაფი რეაქციის გამო. ტრამპი კარგადაა და გამოკვლევას გადის ადგილობრივ [პენსილვანიაში] საავადმყოფოში“.

დონალდ ტრამპზე თავდასხმა დაგმეს, მომხდარს მწვავე შეფასება მისცეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს პრეზიდენტობის კანდიდატს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მსოფლიოს სხვა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...