ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ზაზა გოგავა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იგორ ნარმანია დაინიშნენ თინა ბოკუჩავას მოადგილეებად, რასაც მიესალმება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“მივესალმები გენერალ ზაზა გოგავას და ქართული პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავის, იგორ ნარმანიას პარტიის თავმჯდომარის მოადგილეებად არჩევას. ორივე ძალიან ღირსეული კანდიდატურაა და ასევე სიმბოლურია თაობებს შორის კავშირი.
ისინი ძალიან დაეხმარებიან თინა ბოკუჩავას, რომელმაც ნამდვილად ძალიან კარგად დაიწყო თავისი თავმჯდომარეობა მთავარი ოპოზიციური ძალის, ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი