სამშაბათი, ივლისი 23, 2024

“მიხეილ სააკაშვილმა, პირდაპირი გაგებით, სინათლე მოიტანა ქვეყანაში” – ელისაბედ სიხარულიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი ელისაბედ სიხარულიძე ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში” შეფასებებს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიურ როლზე ამახვილებს ყურადღებას:

,,პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თქვენ ორჯერ აღნიშნეთ [ინგა გრიგოლიას მიმართავს] ჯერ-ჯერობით არ მიცნობთ და მე დიდი იმედს ვიტოვებ, რომ მრავალი წლის შემდეგ როდესაც ჩვენ ისევ შევხვდებით, თქვენ და თქვენი მაყურებელი იტყვით, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო, ძალიან უყვარს თავის ხალხი, ყველაფერს ეცადა და ბევრი გააკეთა მათთვის.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას – მინდა ავღნიშნო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის, არის ის გამოწვევები, რაც ქვეყანას დღეს უდგას, ანუ პირველ რიგში დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ და გავაგრძელოთ ევროპული კურსით სვლა იმიტომ, რომ ყველაზე მეტად გვჭირდება ეს. თუმცაღა, რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს, მინდა გითხრათ, რომ პროპაგანდისადმი მოწყვლადი ადამიანი ნაკლებად ვარ. შესაბამისად, მე ფაქტებს ვაანალიზებ, ან გამოცდილებას ვეყრდნობი და ამის მიხედვით შემოგთავაზებთ იმ შეფასებას რა მოხდა ხელისუფლებაში ,,ნაციონალური მოძრაობის” ყოფნის პერიოდში, რასაც თავის პოზიტიური და ნეგატიური მხარეეებიც ჰქონდა…

რა იყო პოზიტიური? – მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი გაგებით სინათლე მოიტანა ქვეყანაში, პირდაპირი გაგებით და არა ირიბი გაგებით, რაც შეეხება მაგალითად ირიბი გაგებით რა სინათლე მოიტანა, განათლების რეფორმა იყო კიდევ ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი, მაშინ როდესაც მე მაგალითად ვერასდროს ვერ შევძლებდი, ან ძალიან გამიჭირდებოდა, რომ ჩამებარებინა უფასოდ უმაღლეს სასწავლებელში, შემოვიდა ეროვნული გამოცდები, რომელმაც მომცა საშუალება ჩემი ცოდნით, ჩემი სწავლით, ჩემი მონდომებით ჩამებარებინა და მესწავლა – ეს ძალიან დიდი რაღაცა იყო იმ პერიოდის მოსახლეობისთვის საქართველოში“, – აღნიშნა ელისაბედ სიხარულიძემ.

ავტორი
ლიკა ჭოჭუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული