კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანობით 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავამარცხოთ "ქართული ოცნება"...

“ერთიანობით 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავამარცხოთ “ქართული ოცნება” იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მშვიდობის, უსაფრთხოების, სოციალური დაცულობის, კეთილდღეობის სივრცის ნაწილი” – გია ჯაფარიძე

პოლიტიკური პლატფორმა – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” სახე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე გაერთიანების ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით:

,,მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი ბრიფინგია ახალ ამპლუაში და სასურველი იქნებოდა, რომ პოზიტიურ საკითხზე ყოფილიყო ეს ბრიფინგი, თუმცა ასე არ არის.

დღეს ყველასთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რაც პრინციპში აქამდეც იყო ცნობილი – ევროპის კავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამის გარდა ევროპის კავშირმა შეაჩერა 30 მლნ-ის ის ფინანსური დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის.

ასევე, ცნობილი გახდა ის საკითხები, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ მეგობარ აქტში, რაც შეეხება საქართველოს, ეს შეეხება იმ სანქციებს, რომელსაც აშშ ამზადებს იმ პირების მიმართ, ვინც მონაწილეობდა, ხელს უწყობდა და მხარს უჭერდა რუსულ კანონს. ასეთადვე არის მოხსენიებული რუსული კანონი ამ დოკუმენტში.

ერთი რამ, რომ განვმარტოთ – საქართველოს საერთაშორისო დახმარება, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან მოდიოდა საქართველოში, ძალიან დიდი ნაწილი იყო პირდაპირი გადარიცხვები საქართველოს ბიუჯეტში, ეს არის ის ფული, რომელიც დააკლდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ის ფული, რომელიც 30 მლნ, რომელიც არ ჩაერიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იყო განკუთვნილი საქართველოს თავდაცვის, საქართველოს მედეგობის, გაძლიერებისთვის.

ეს აღნიშნული ფაქტები ცხადყოფს იმას, რომ ,,ქართული ოცნების’’ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის საქართველოს დასუსტება, არის საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის საფრთხე.

საქართველოს ევროპული ინტეგრაცია უკვე დადასურებულად აქვს შეჩერებული ევროპის კავშირს. ზუსტად ამიტომ ალტერნატივა არ აქვს ერთიანობას, ერთიანობით 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავამარცხოთ ,,ქართული ოცნება’’ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მშვიდობის, უსაფრთხოების, სოციალური დაცულობის, კეთილდღეობის სივრცის ნაწილი’’, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...