,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ყოფილი თავმჯდომარე, პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე კომენტარს აკეთებს ჟურნალისტებთან და საუბრობს 2024 წლის არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ:
,,დღევანდელი ხელისუფლება, ევროკავშირის გზაზე, ეღობება ქართველ ხალხს და ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, თუნდაც იმ სიკეთეებისთვის, რასაც ეკონომიკური კეთილდღეობა ჰქვია და ჩვენც კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში ბევრად უკეთესი ცხოვრებაა, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში.
ამ გზაზე, რომ გვეღობებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი დამარცხების ფორმულა არის ერთობა, ერთიანობა.
ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც უნდა გადაწყდეს საქართველოს და ქართველი ხალხის მომავალი.
მე დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება თავს მოიყრის გაერთიანებაში და საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ერთად დავამარცხებთ რეჟიმს, რომელიც ეღობება საქართველოს ევროკავშირის გზაზე’’, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი