ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაახალი პოლიტიკური გაერთიანების - "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" პრეზენტაცია

ახალი პოლიტიკური გაერთიანების – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” პრეზენტაცია

8 ივლისის, ოპოზიციური პარტიების “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიეძღვნა ახალი პოლიტიკური გაერთიანების – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” პრეზენტაციას, რომელიც გახსნა და საზოგადოებას ემოციური სიტყვით მიმართა პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აღნიშნული პარტიების ლიდერები და ასევე გაერთიანების ახალი სახეები, რომლებმაც ისაუბრეს სამომავლო პოლიტიკურ თუ საარჩევნო კამპანიის სამოქმედო გეგმაზე, ყურადღება გაამახვილეს გაერთიანების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ჩართულობაზე პოლიტიკურ პროცესებში.

პრეზენტაციაზე ასევე წარდგენილები იყვნენ ახალი სახეები, რომლებმაც ისაუბრეს საკუთარ ხედვებსა და სამომავლო სტრატეგიებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ყველა სფეროს წარმომადგენელები, პროფესორები, ლექტორები, მასწავლებლები, ექიმები, ახალგაზრდები.

შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, რომელმაც კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა და ქვეყნის წინსვლისთვის, ასევე, ევროპული იტეგრაციისთვის აუცილებელ პირობად ერთიანობა და ოქტომბრის არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების აუცილებლობა დაასახელა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დათმობილი ჰქონდა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ მეთერთმეტე ყრილობას, სადაც პარტიის თავჯდომარედ აირჩიეს თინათინ ბოკუჩავა, პარტიის პოლიტ-საბჭოს თავჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი, ხოლო – თბილისის ორგანიზაციის თავჯდომარედ სოფო ჯაფარიძე.

რაც შეეხება სარჩევნო კამპანიის ახალ სახეებს, შემდეგი პირები იყვნენ წარდგენილები: გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა დიაროვი.

ავტორი
ლიკა ჭოჭუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ!” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას...