კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა...

კახა კალაძე: “არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ”

ეს არის იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფრანკლინის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის განცხადება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება:

არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად, თუმცა სახელი შენარჩუნებული აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ფინანსდებიან უცხოეთიდან, შესაბამისად, ამაზე ვსაუბრობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ეს პროცესი. როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში, ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია არასამთავრობო, გამოდიოდეს და პოლიტიკურ პროცესებში ერეოდეს. ფრანკლინის კლუბი, სხვადასხვა ექსტრემისტული ორგანიზაციები საიდან ფინანსდება, ვინ აფინანსებს ამათ?!

მე რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, მოიძიეთ და დარწმუნდებით, საიდან ფინანსდება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის შემოღება, ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ის ჩვენი ვითომ მეგობრები ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ამ სიბინძურეს შემდეგ ღიად ვერ დააფინანსებდნენ.

როდესაც გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო სექტორს აფინანსებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობელთა ტრენინგი უნდა გამართულიყო და რეალურად რევოლუციაზე საუბრობდნენ. ეს უხერხულობები რომ ავიცილოთ თავიდან, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის კანონის მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარდების რევოლუციის გამოცდილების გაზიარებას...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“კარგი იქნება, თუ ბოიკოტის მომხრეები თავს დაანებებენ განსხვავებული აზრისთვის მათივე თანამებრძოლების ლანძღვას” – გია...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ბოიკოტის მომხრეებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს: "კარგი იქნება,...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...