ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ გამარჯვების ბლოკს, რამაც 26 ოქტომბერს...

“ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ გამარჯვების ბლოკს, რამაც 26 ოქტომბერს უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საუბრობს ახალი გაერთიანების დაფუძნების მიზანსა და პოლიტიკურ გეგმებზე:

,,მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ამდენი ხართ ერთად ვართ და ვიბრძვით გამარჯვებისთვის.

მეგობრებო, წელს მთელს მსოფლიოში საქართველომ ორი რამით გაითქვა სახელი, პირველი ეს იყო მშვიდობიანი, ერთსულოვანი, განგრძნობადი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, არ დარჩენილა ქვეყანა, არ დარჩენილა მსოფლიო პოლიტიკოსი, ვინც არ გამოეხმაურა ქართველი ერის ერთიანობას და ქართველი ერის ერთსულოვნებას, ქართველი ახალგაზრდების დიდ ბრძოლას და დიახ, ეს იყო იმ ერთიანობის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი საქმე გაკეთოს ქვეყნისთვის.

მეორე – ეს იყო ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, სადაც სტადიონზე თერთმეტი ადამიანი კი არა ოთხი მილიონი ქართველი თამაშობდა და ამან აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო.

ორივე ამ შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბის ამ დიდი აღიარების ფუნდამენტი იყო ერთიანობა, ერთიანობა და ერთსულოვნება.

სწორედ ამიტომ, ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ გამარჯვების ბლოკს, რამაც 26 ოქტომბერს უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. დიახ, ჩვენი სახელწოდებაა ერთიანობა, ჩვენი ნომერია ხუთი ნომერი, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა, ხელს ვართმევთ საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში, წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს, ძალა, რომელმაც ამ დიდი ერთიანობის ფონზე, სირცხვილი გვაჭამა მთელი მსოფლიოს მაშტაბით, , ქართული ოცნებაა” ეს ძალა, ის უნდა ჩამოვრეცხოთ და გავთავისუფლდეთ ამ ძალისგან, დადგა დრო ამ სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ.

დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ერთიანობის იდეა კიდევ ერთხელ მიაწოდა ქართულ საზოგადოებას.

პირველი ნაბიჯია რთული თორემ მერე დარწმუნებული ვარ მეტი და მეტი ადამიანი შემოგვიერთდება ამ პროცესში და მე მინდა მადლობა გადაუხადო თინა ბოკუჩავას გაერთიანებისთვის და მასთან ერთად ლევან ხაბეიშვილს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, რომელმაც ამ ერთიანობას საფუძველი ჩაუყარა.

და დღეიდან დავიწყოთ ერთიანობის დიდი მოძრაობა, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, 26 ოქტომბერს ღირსებით წარსდგება ქართველი ერი და ერთხელ და სამუდამოდ დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ლიკა ჭოჭუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“მძიმეა, მაგრამ… როგორც სულმნათი ჯაბა იოსელიანი იტყოდა, “დემოკრატია ლობიოობა არ გეგონოთ!” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...