შაბათი, ივლისი 12, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსულ რეჟიმთან გარდაუვალ გამარჯვებამდე სწორედ ერთიანობას შეუძლია მიგვიყვანოს"...

“რუსულ რეჟიმთან გარდაუვალ გამარჯვებამდე სწორედ ერთიანობას შეუძლია მიგვიყვანოს” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე საუბრობს ერთიანობის მნიშვნელობაზე:

,,მოგესალმებით ჩემთვის ძალიან საყვარელო და საქართველოს პატრიოტო ადამიანებო. ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გულანთებულ, უკომპრომისო და თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის მებრძოლ ადამიანს გხედავთ ერთად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგმართოთ და ჩემი ხედვა გაგიზიაროთ.

მეგობრებო, მიმაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან გარდაუვალ გამარჯვებამდე სწორედ ერთიანობას შეუძლია მიგვიყვანოს. რა არის ის ყველაზე მთავარი რის გარშემო გაერთიანებაც გაგვიმარტივდება ყველას. პასუხი არის ერთადერთი – ეს არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიყვარული, რომლის გამოც ხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდა, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა შეიწირა, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეძლო – ეს არის უპრეცედენტო ერთობა, ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთობა. ქართველი ხალხის, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის უკეთესი და ევროპული მომავლის დასაცავად.

უპირველესად, ვინც რუსული ხელისუფლების მხრიდან უკანონო ტყვეობაშია – ეს არის ის ადამიანი, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა – ჩვენი ქვეყნის საამაყო, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ისჯება სწორედ საქართველოს სიყვარულისთვის.

თქვენ იცით, რომ კრიზისთან ბრძოლა ერთობით და გუნდურობით ჩემთვის ახალი გამოწვევა ნამდვილად არ არის და მაშინ, როდესაც ქვეყანა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, მაშინ როდესაც ქვეყანაში იყო უდიდესი კრიზისი, მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს გუნდთან ერთად სწორედ ერთობით შევძელით ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადამრჩინა და ეს სწორედ შევძელით ერთადერთი რამით, ერთიანობა და ეს იყო გუნდურობა.

და ასე ერთობით, ერთ მუშტად, ერთ გუნდად შეკრულები ჩვენ აუცილებლად 26 ოქტომბერს დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთს საქართველოში და აუცილებლად ჩვენს ქვეყანას დავაყენებთ ევროპულ გზაზე! მიყვარხართ მეგობრებო და წინ გამარჯვებისკენ’’,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...