კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე მოვუწოდებ ხალხს, შემოდგომაზე აირჩიონ მხოლოდ და მხოლოდ...

“მე მოვუწოდებ ხალხს, შემოდგომაზე აირჩიონ მხოლოდ და მხოლოდ “ლეიბორისტული პარტია”, დანარჩენი ხმები, რომელსაც თქვენ გასცემთ სხვა პოლიტიკურ ძალებზე, დაკარგულია” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე გამარჯვებას ულოცავს დიდი ბრიტანეთის ,,ლეიბორისტულ პარტიას” გამარჯვებას და ამავდროულად, მოუწოდებს, რომ დასანქცირებულთა სიაში შეიყვანოს ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა:

,,დიდი ბრიტანეთის ,,ლეიბორისტული პარტიის” დამაჯერებელმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ უჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის მომავალი დემოკრატიულ სოციალიზმშია, რის ფავორიტადაც მსოფლიო ,,ლეიბორისტული მოძრაობაა”.

მე მინდა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ საქართელოს ,,ლეიბორისტული პარტიის” სახელით მივულოცო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტებს უდიდესი ისტორიული გამარჯვება და ვუსურვო ამ მეგობარ ქვეყანას წინსვლა და ახალ-ახალი მიღწევები მსოფლიო პროგრესის გზაზე.

მე ვთხოვ ჩემს კოლეგას, ბრიტანეთის ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, იყოს საქართველოს დიქტატორი, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის სრული დასანქცირება ბრიტანეთის ფინანსური და საბანკო ხელისუფლების მიერ. ეს იქნება უდიდესი თანადგომა ქართველი ხალხისადმი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს ფორპოსტში, აი ასე მედგრად, იბრძვის რუსული იმპერიალიზმისა და მათგან გამოგზავნილი დიქტატორული სისტემის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა, ისევე როგორც თავისუფლებისთვის სხვა ბრძოლები, დამთავრდება ჩვენი ხალხის გამარჯვებით და ევროპასთან იმ ინტეგრაციით, რასაც ჩვენი ისტორია და დღევანდელობა იმსახურებს.

კიდევ ერთხელ გამარჯვებები და წარმატებები მეგობარ დიდი ბრიტანეთის ,,ლეიბორისტულ პარტიას”, რომელიც დღეს უკვე სამთავრობო ძალაა და მე მოვუწოდებ ხალხს, შემოდგომაზე აირჩიონ მხოლოდ და მხოლოდ ,,ლეიბორისტული პარტია”, დანარჩენი ხმები, რომელსაც თქვენ გასცემთ სხვა პოლიტიკურ ძალებზე, დაკარგულია და იმედია, ამას მთელი პასუხისმგებლობით მიუდგებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...