კვირა, ივლისი 13, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლექსო ლაშქარავას ბედი არც არავის არ გაღელვებთ და...

“ლექსო ლაშქარავას ბედი არც არავის არ გაღელვებთ და რომ გარდაიცვალა, გიხარიათ პირიქით” – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ტვ ,,პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით და კონკრეტული განმარტებებით ჟურნალისტებს მიმართავს:

,,ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებთან მიმართებაში აგრესიულ განცხადებებს აკეთებდნენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანების ჯგუფმა დანაშაული უნდა ჩაიდინოს.

დაისაჯნენ, განსხვავებით თქვენი [,,ნაციონალური მოძრაობის”] ხელისუფლების მიერ ჩადენილი ადამიანების მკვლელობებისგან, დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც იძალადა.

უამრავი ადამიანი პასუხისგებაში მიეცა და ვერ მოისვენეთ მაინც, ესეც კი არ გსიამოვნებთ, რომ ვიღაცა პასუხისგებაში მიეცა.

ლექსო ლაშქარავას ბედი არც არავის არ გაღელვებთ და რომ გარდაიცვალა, გიხარიათ პირიქით, რომ საშუალებას გაძლევთ…

მე ჩემი თვალით ვნახე შენი კოლეგები, ჟურნალისტები იდგნენ და ლექსო ლაშქარავას სურათებს ინიავებდნენ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისის საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს სასტიკად სცემეს ,,თბილისი პრაიდის’’ მოწინააღმდეგეებმა, ,,სირცხვილიას“ ოფისში შეჭრის დროს, რის გამოც ოპერატორი სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ტელეკომპანია ,,პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით მშობლებლებმა საკუთარ სახლში გადაცვლილი იპოვეს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...