პარასკევი, მაისი 9, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე...

“ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლობის თქმის ვალდებულება არ გქონდეს” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეროვნული ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით:

,,ბიძინა ივანიშვილისგან ფული არ უნდა აიღო, რომ მერე მადლობის თქმის ვალდებულება არ გქონდეს.

ამ კაცმა არბია საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალს. ჩვენმა ფეხბურთელებმა დიდი სიხარული, ბედნიერება და გამარჯვების მუხტი მოგვიტანეს, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ვერ ხვდებოდეს, რა ზიანი მოაქვს საქართველოსთვის ,,რუსულ კანონს” და ივანიშვილის რეჟიმს და გვიანღა მიხვდენენ მოსალოდნელი კატასტროფის მასშტაბს.

ფეხბურთელების თანატოლები ცემეს და სასამართლო ჯარიმებით აავსეს საქართველოს დაცვისთვის. განა ყველამ არ ვნახეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ მოქალაქეები ივანიშვილის მარიონეტს ეროვნული ნაკრების დახვედრის ზეიმზე?!

თავს ნუ მოიტყუებთ, ეს კაცი საქართველოს მომავლით ვაჭრობს და თქვენს სახელსა და წარმატებასაც იყენებს ამისთვის. ეს ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის – თქვენ კი მათი იდეალები ხართ ახლა”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება უზურპირებული აქვს რუსეთის მეხუთე კოლონას” – გიორგი ბარამიძე

“რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დანაყოფი სუს-ი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ქართველი...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...