,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც კრიტიკას გამოთქვამს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან შეხვედრის ღონისძიებასთან დაკავშირებით:
,,დიდი მადლობა ჩვენს გმირ პრეზიდენტს, რომ მაინც მივიდა ღონისძიებაზე და ისე მოაჩვენებინა თავი კობახიძეს, თითქოს ყველაფერი ასეც იყო დაგეგმილი!
მადლობა ,,რუსული კანონისთვის” სამჯერ ხმის მიმცემი კობიაშვილის დაჯილდოებისთვისაც!
აბა, რა უნდა ექნა – მოღალატეს და პატრიოტს ხომ არ გამოარჩევდა?!
სალომე – პრემიერად!
გამიჯნე სპორტი და პოლიტიკა!
წაშალე მეხსიერება და იყავ ბედნიერი!
#ჩვენისაქართველოაქარი”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე