პარლამენტის ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, თინა ბოკუჩავა განცხადებას აკეთებს, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის რეზოლუციას:
,,დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული არხების გამოყენებით ივანიშვილის პარტიის წევრები აგრძელებენ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ მოქმედებებს. მათ შორის, აქ ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეაში.
რეალობა არის შემდეგი – ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეამ ბუქარესტში მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, სადაც ერთი მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე, ასევე, საუბარია ,,რუსულ კანონზე”, იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება დგამს.
სწორედ ამ ჩანაწერის გამო მხარი არ დაუჭირეს ივანიშვილის წევრებმა აღნიშნულ დეკლარაციას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე