“ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეეთებისთვის რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით მიიღებს საქართველოს მოქალაქე”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა:
“მადლობა ჩვენს ბიჭებს კიდევ ერთხელ. მათ გამოავლინეს წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება, ირწმუნეს, იბრძოლეს და გაიმარჯვეს.
მათი გამარჯვება ეკუთვნის საქართველოს და რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება მის დასაკუთრებას, ეს არ გამოუვა და ეს ნათლად გამოჩნდა გუშინ.
ახლა საქართველოს მთავარი ბრძოლა აქვს მოსაგები რეჟიმთან რომელიც წინ ევროპისკენ გზას უხერგავს ქვეყანას.
ევროპა გვჭირდება საქართველოსთვის, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმ სიკეეთებისთვის რომელსაც ათასობით და ათიათასობით ევროს სახით მიიღებს საქართველოს მოქალაქე.
ჩვენ შეგვიძლია!
ჩვენ შევცვლით!
ძალა ერთობაშია!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს