პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29.06-01.07 პერიოდისთვის

28 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 29 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის დასაწყისიდან ლარის კურსის გაუფასურებამ დინამკიური ხასიათი მიიღო. თუმცა თვის შუა რიცხვებში მეტნაკლები დასტაბილურებისა და გამყარების ნიშნებიც გამოჩნდა, იყო მკვეთრი გამყარებაც კი. ბოლო კვირაში კი ერთგვარი რყევები შეინიშნებოდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

25 ივნისი – 2.8031;
26 ივნისი – 2.8357;
27 ივნისი – 2.8221;
28 ივნისი – 2.8327.

ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო ვაჭრობაზე საკმაოდ გამყარდა, 0.0226 ლარით და 1 აშშ დოლარი 29 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 2.8101 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც და კურსის რყევებთან ერთად 3 ლარის ნიშნულსაც ასცდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

25 ივნისი – 3.0069;
26 ივნისი – 3.0410;
27 ივნისი – 3.0151;
28 ივნისი – 3.0310.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე უკვე საკმაოდ გამყარდა, 0.0228 ლარით და 29 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0082 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5539 ლარი (გამყარდა 0.0303 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0854 ლარი (გამყარდა 0.0007 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6946 (გამყარდა 0.0047 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6459 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2453 ლარი (გამყარდა 0.572 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1265 ლარი (გამყარდა 0.0311 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8693 ლარი (გამყარდა 0.0280 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.3698 ლარი (გამყარდა 0.0242 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4824 ლარი (გამყარდა 0.0578 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7502 ლარი (გამყარდა 0.0154 ლარით).

რუბლთან მიმართებაში ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობა, იყო მკვეთრი გაუფასურებაც და გამყარებაც. ბოლო კვირაში კი სახეზე იყო გაუფასურების დინამიკა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

25 ივნისი – 3.1999;
26 ივნისი – 3.2270;
27 ივნისი – 3.2387;
28 ივნისი – 3.3084.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე კი, თუმცა მცირედით, მაგრამ გამყარდა, 0.0052 ლარით 100 რუსულ რუბლზე, თუმცაღა ისევ დარჩა 3 ლარის ნიშნულს მაღლა და შესაბამისად, 29 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3032 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული