ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იცით თქვენც რომ სიმართლეს ვწერ! იმიტომ იღებთ ვიდეოებს...

“იცით თქვენც რომ სიმართლეს ვწერ! იმიტომ იღებთ ვიდეოებს და კეკლუცობთ ჩვენი ბიჭების თამაშის დროს!” – დიტო სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ეროვნული ნაკრების წარმატებებსა და საზოგადოების განწყობაზე საუბრობს:

,,უსამშობლო აგენტების და ,,ნაცების” დადგმულ ვიდეოებს ვუყურე, ვითომ რომ გულშემატკივრობენ საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს! კომპლექსი აქვთ, იციან ხალხს არ სჯერა მათი გულწრფელი მხარდაჭერის ჩვენი ფეხბურთელების მიმართ და რომ დაამტკიცონ ერთგულება, ვიდეოებს იღებენ, დაყენებული სიხარულით და ხელოვნური ოვაციებით!

როდესაც არ გულშემატკივრობ საქართველოში 9,6%-იან ეკონომიკურ ზრდას, ათასობით განხორციელებულ პროექტებს! იმას, რომ შენი ქვეყანა ყველა კანდიდატობის წევრ სახელმწიფოზე ბევრად წინ არის! მხარს არ უჭერ გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას, ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარებისთვის გადადგმულ ყველა ნაბიჯს რუსულს ეძახი! გიხარია ქვეყანაში უბედურება რომ ხდება და ხარ სტიქიის მხარეს! ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ცხედრებს იყენებ პოლიტიკური ქულების მოსახვეჭად და გინდა ბომბები ცვიოდეს საქართველოს ციდან და ბოლოს, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ბულინგით, და-ძმის დაყოლიებით რომ დააწერინებ სტატუსებს, როდესაც პირველად ისტორიაში გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და შეეცდები ნაკრებში, ბიჭებში დაპირისპირება შეიტანო, მითუმეტეს ვერ იქნები საქართველოს, ქართული ფეხბურთის და გმირი ბიჭების მხარდამჭერი!

ასეა ეს და იცით თქვენც რომ სიმართლეს ვწერ! იმიტომ იღებთ ვიდეოებს და კეკლუცობთ ჩვენი ბიჭების თამაშის დროს!”, – წერს დიტო სამხარაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ თქვენი წრიდან” – ლევან ხაბეიშვილი

“ახალგაზრდებს, ბავშვებს რომ დასდევთ და ნარკოლოგიურში გადაგყავთ, შემოწმება დაიწყეთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...