საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს საუბრობს პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატ, თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით:
,,თინა არის პირველი ქალი თავმჯდომარე “ნაციონალურ მოძრაობაში”. ძალიან მაგარი ქართველი პოლიტიკოსია. თუ ვინმე არის ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსი, ეს არის თინა ბოკუჩავა.
ყოველთვის ოპოზიციაში იყო, არ ყოფილა ხელისუფლებაში. მოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ამერიკის ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან პოლიტიკაში.
მე ძალიან ვამაყობ თინას თანამებრძოლობით. არავის არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ ამ დონის განათლებით ქართველი პოლიტიკოსი, ჩემი ჩათვლით, მე არ მეგულება.
თინას წარმოუდგენლად მაღალი დონის განათლება აქვს მიღებული. მე დარწმუნებულო ვარ, რომ გადადგამს ნაბიჯებს ერთობისთვის. ახლა არის ერთობა მთავარი. თინას, როგორც არასდროს, შეუძლია სხვადასხვა ინტერესების შეჯერება.
ოლიგარქის რეჟიმი არის დამთავრებული. ახლა უნდა ამას გაფორმება. ეჭვს არ იწვევს რომ მათ არჩევნები წაგებული აქვთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე