პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში ოჯახის შექმნის ტრადიციაზე საუბრობს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:
“ეს ის ქვეყანაა, რომელსაც საქართველო ჰქვია, ამ ქვეყანაში იციან ქალის და კაცის მნიშვნელობა. შესაბამისად ამ უდიდესი ისტორიის, კულტურისა და უძველესი ცივილიზაციის მრავალეროვანი ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ან მართლმადიდებელი ქრისტიანია ან ტრადიციული რელიგიების მიმდევარი.
ამ ქვეყანაში ოჯახები ქალისა და მამაკაცის ქორწინების შედეგად იქმნებოდა, იქმნება და შეიქმნება! ასე, რომ ტყუილად ნურც ერთი კომისია, ნურც ერთი ქვეყანა და პოლიტიკოსი ტყუილად ნუ შეეცდება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რომელიც არასოდეს აქ არ მოხდება.
ოპონენტებს კი შეუძლიათ პირადი მაგალითები გვანახონ, დაქორწინდნენ კაცი კაცზე და ქალი ქალზე – გაბედონ ნუ ეშინიათ!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.