ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი აღქმებია დასავლეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში:
“რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ დასავლეთში იციან, ხედავენ და სჯერათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ცივილიზაციური არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ – ეს არის დასავლური და ევროპული სივრცე.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც თვითონაც არ იცის რა უნდა. ეს ხელისუფლება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ცოტა უფრო მეტი კორუფციული ფული იშოვოს, მზად არის სასწორზე დადოს კი არა, გაყიდოს ქვეყნის ნებისმიერი ინტერესი, პირველ რიგში, ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ინტერესი. ეს უკვე გათვითცნობიერებულია.
ამას ემატება, რომ ყველა ხვდება ,,ქართული ოცნება” ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ გადამგდებ პოლიტიკურ ძალად. მის სიტყვას არ აქვს არანაირი ფასი…”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე