“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს კონსერვატორული პარტიების გაერთიანებისა და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით:
,,ქართული ოცნება”, ამ წლების მანძილზე, მიზანმიმართულად ებრძოდა არა ,,ნაციონალურ მოძრაობას” და იმ განშრტოებებს, არამედ რეალურად ებრძოდა კონსერვატორულ ფლანგს.
მიზანი არის ის, რომ თვითონ მოირგო დღეს კონსერვატორის ნიღაბი და გეუბნება, რომ ,,აი, მე ვარ დღეს კონსერვატორი და სხვა არავინ არ უნდა იყოთ პოლიტიკურ ველზე”.
ერთი მხრივ, არის ულტრა-ლიბერალების გაერთიანება – კრებითი სააკაშვილები, “ნაც.მოძრაობა” და მათი განშტოებები; მეორე მხრივ, სინამდვილეში არის ასევე ლიბერალური ,,ქართული ოცნება” რომელიც დღეს გახდა თურმე კონსერვატორი და დღეს ცდილობს, რომ დაიჭიროს ხელში კონსერვატორი დროშა.
აუცილებლად ის კი არა, რომ ბარიერს გადავლახავთ – ჩვენ შთამბეჭდავი შემადგენლობით შევალთ საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე