გახარიას პარტიის მზადყოფნა-შეთავაზებას “ლელოსთან” თანამშრომლობის თაობაზე, კონკრეტული შეხსენებებით და მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება არ გაუციაო, აცხადებენ მისი პარტიული “ოპრიჩნიკები,” და რაც ნიშანდობლივია, ლომჯარიას დასკვნას იშველიებენ.
და ეს მაშინ, როდესაც გახარიას არაერთხელ საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებდა იმაზე, რაც მაშინ სამართალდამცავებმა განახორციელეს – პარლამენტის შენობის დაცვა და მისი შტურმის აღკვეთა.
ვერ და არ გამოვა უკანა რიცხვით პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ვერც “ლელოსთან” მისასვლელ ბილეთად გამოდგება, რომლის აღებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს გახარიას პარტია, “ლელოს” მხრიდან, უკაცრავად ჟარგონისთვის და “დაპაშოლების” მიუხედავად“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.